- პროექტის მთავარი იდეა (თემა): სიდიდეებს შორის წრფივი დამოკიდებულება.
- პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეძლებენ გააცნობიერონ მათემატიკის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში.
- პროექტის მიზნები: რეალურ ვითარებაში სიდიდეებს შორის წრფივი დამოკიდებულების მოძიება და მათი ჩაწერა ფორმულის სახით. რაიმე პრობლემის დასმა და მისი გადაწყვეტა წრფივი ფუნქციის თვისებების გამოყენებით.
- მონაწილეთა ასაკი: 14 წელი.
- ვადები/ხანგრძლივობა: 3 დღე.
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მანძილის დროზე დამოკიდებულების ფუნქცია s(t)=vt+s0 ; ავტომობილის ავზში დარჩენილი ბენზინის ოდენობის დამოკიდებულება s კმ–ის გავლის შემდეგ; ტაქსით მგზავრობის ღირებულების დამოკიდებულება ყოველ x კმ–ის გავლის შემდეგ; ადამიანის წონასა და მის სიმაღლეს შორის დამოკიდებულება (მიახლოებითი წრფივი ფუნქცია) და ა.შ.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საწერ–კალამი, რვეული, სახაზავი, კომპიუტერი.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ა) მოიძიონ ფიზიკიდან ისეთი სიდიდეები, რომელთა შორის დამოკიდებულება წრფივი ფუნქციით მოიცემა.წარმოადგინონ ფორმულით ეს დამოკიდებულებები და იმსჯელონ ფუნქციის თვისებებზე. ბ) გამოკითხონ ტაქსის მძღოლები (3-4), თუ როგორ ხდება მგზავრობისღირებულების გადახდა; დაწერონ შესაბამისი ფორმულები. შესაძლებელია მიიღონ განსხვავებული ფორმულები. გამოიკვლიონ მათგან რომლით მგზავრობაა ხელსაყრელი, ვთქვათ, 20 კმ–ის გავლის შემთხვევაში. გ) მოიძიონ ინტერნეტში ინფორმაცია რამდენიმე ცხოველის ან ფრინველის გამრავლების შესახებ. ამოარჩიონ მათგან ისინი, რომელთა რაოდენობის ზრდა დაახლოებით წრფივი ფუნქციით აღიწერება. დ) ჩაატარონ გამოკითხვა ახლობლებში. ჩაინიშნონ მათი წონისა და სიმაღლის მაჩვენებლები და გამოსახონ ისინი საკოორდინატო სიბრტყეზე. გაარკვიონ, მდებარეობენ თუ არა აღნიშნული წერტილები დაახლოებით ერთ წრფეზე. შეადგინონ ფორმულა და გააკეთონ შესაბამისი დასკვნები. ე) გაეცნონ ბანკში ვადიან ანაბარზე შეტანილ თანხაზე მარტივი პროცენტის დარიცხვის წესს; გამოიკვლიონ, თუ როგორ ხდება უახლოეს ბანკში ანაბრის თანხაზე მარტივი პროცენტის დარიცხვა, შეადგინონ შესაბამისი ფორმულა. ვ) პრაქტიკულ ცხოვრებაში თავად მოიფიქრონ ისეთი სიდიდეები, რომელთა შორის წრფივი დამოკიდებულებაა და წარმოადგინონ დიაგრამის სახით. - საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ფიზიკა, ბიოლოგია; ეროვნული სასწავლო გეგმა: მათემატიკა. IX.6.
- პროექტის ხელმძღვანელი: თამარ სულაბერიძე.
- ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: tamarsulaberi@gmail.com
- პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: tamarsulaberidze.blogspot.com
Обо мне
Архив блога
пятница, 11 ноября 2011 г.
სასწავლო პროექტი –სიდიდეებს შორის დამოკიდებულებები
Подписаться на:
Сообщения (Atom)